მარკო რუბიო: ირანის რეჟიმს არასოდეს უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი

21-02-2025 16:54:44 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანში ბირთვული იარაღი არ გაჩნდება.

ამის შესახებ მარკო რუბიომ კეტრი ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ირანზე მაქსიმალური ზეწოლის რეჟიმს დაუბრუნდეს.

„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ირანის რეჟიმს არასოდეს უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომლითაც შეუძლიათ მსოფლიო მძევლად ჰყავდეთ აყვანილი და პოტენციურად ისრაელს დაესხან თავს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს ირანის რეჟიმის დასრულება რომ უნდოდეს, ეს აქამდე მოხდებოდა.

„მაგრამ პრეზიდენტი მშვიდობისმყოფელია. მას ურჩევნია, ეს აირიდოს და არ დაუშვას ასეთი გარემოებები. მაგრამ დონალდ ტრამპის პირობებში ირანი ბირთვული არ იქნება“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები