21-02-2025 19:19:41 მსოფლიო
ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაცლიდერთან, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან," - წერს კელოგი.