21-02-2025 22:58:17 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც კოსტავას ქუჩაზე, საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
21 თებერვალს, კოსტავას ქუჩაზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ, ორი ადამიანი მანქანიდან გადმოვიდა. მათ თან ჰქონდათ მაჩეტე და ხელკეტი.
ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე თვითმხილველმა გაავრცელა.