Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: „კორონავირუსის შემთხვევების 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება“

ამირან გამყრელიძე: „კორონავირუსის შემთხვევების 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება“

27/02/2020 06:43:02 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში სამედიცინო ქსელის მზადყოფნაა, საჭიროების შემთხვევებში ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, - ამას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ ერთის მხრივ, პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის. დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა გამყრელძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, ხშირად სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; 14-15%–ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% კრიტიკული მდგომარეობაა, რომელიც უკვე რეამინაციულ დახმარებას მოითხოვს.

„სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – დასძინა გამყრელიძემ.

რაც შეეხება რისკ–ჯგუფებს, მედიკოსების დაკვირვებით, ამ ჯგუფს განეკუთვნებიან 6 წლამდე და 40 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S