
საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
21/02/2025 19:02:53 საზოგადოება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
ეს ევრობასკეტი საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე იქნება.
ქართველებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილი მოიპოვა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია.