Accentnews.ge
პროტესტის 87-ე დღეს რუსთაველი კვლავ გადაიკეტა

პროტესტის 87-ე დღეს რუსთაველი კვლავ გადაიკეტა

22/02/2025 17:59:06 საზოგადოება

უწყვეტი პროტესტის 87–ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გრძელდება.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.

დემონსტრანტები სკანდირებენ, “დანიშნეთ არჩევნები", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S