
„საქართველოს რკინიგზა": მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება
23/02/2025 07:55:26 საზოგადოება
გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები:
- 24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
- 24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;
- 24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.