Accentnews.ge
"საქართველოს რკინიგზა": უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

"საქართველოს რკინიგზა": უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

23/02/2025 13:36:23 საზოგადოება

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"კერძოდ, "საქართველოს რკინიგზა" დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი - თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი - ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;

„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, - წერია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S