23-02-2025 21:57:50 მსოფლიო
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდრმა და კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ოპოზიციის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილის დაკავება მიულოცა.
"არჩევნების შედეგს ვულოცავ ფრიდრიხ მერცს, ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ პარტიებს. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დემოკრატიისთვის ვიბრძვით, სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ულტრა-მემარჯვენე პარტია AfD-ს შედეგი არ არის რაღაც, რასაც დავივიწყებთ და შევეგუებით." - თქვა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იღებს პარტიის წარუმატებლობაზე.
გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.
გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორები, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), სავარაუდოდ, 29%-ით უსწრებენ ყველა სხვა პარტიას.
ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.
კერძოდ, გერმანული მაუწყებლის ARD-ის ინფორმაციით შედეგები ასეთია:
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 29%;
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 19.5%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16%;
„მწვანეები“ - 13.5%;;
„Die Linke“ - 8.5%
FDP - 4.9%;
BSW - 4.7% ;
ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 28.5%;
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 20%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16.5%;
„მწვანეები“ - 12%;
„Die Linke“ - 9%;
FDP - 5%;
BSW - 5%;
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.