Accentnews.ge
დიდთოვლობის გამო აჭარასა და გურიაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

დიდთოვლობის გამო აჭარასა და გურიაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

24/02/2025 08:00:24 რეგიონები, საზოგადოება

24 თებერვალს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეჩერდა სასწავლო პროცესი. მიზეზი დიდთოვლობაა.

სწავლა შეჩერდა ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.

ბათუმში თოვლის საფარი დღეს დილისთვის ნახევარ მეტრს აღწევს. მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების დაბლობში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება.

დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა.

ძლიერმა თოვლმა პრობლემები გურიის რეგიონშიც შექმნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ ხუთშაბათამდე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესი ასევე შეჩერებულია ჩოხატაურში ორი დღით.

სინოპტიკოსების ცნობით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 26 თებერვლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S