Accentnews.ge
აეროპორტების გაერთიანება: დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს

აეროპორტების გაერთიანება: დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს

24/02/2025 08:04:44 საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ცნობით, მესამე დღეა, რაც დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს.

UAG–ს ინფორმაციით, აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს.

„მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს“, - იუწყება აეროპორტების გაერთიანება.

როგორც UAG–ში აცხადებენ, დღეს საღამოს, 24 თებერვალს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივში ქუთაისიდან გაფრინდება.

  • საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ასევე იტყობინება, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

გაერთიანების ცნობით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტის სამსახურები „საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ“, ასევე, „სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები“.

დღეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი უამინდობა და დიდთოვლობაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S