
გერმანიის მომავალი კანცლერი: როგორც არასდროს, უკრაინა უნდა გავაძლიეროთ
24/02/2025 09:22:10 ევროპა
გერმანიის მომავალი კანცლერი, არჩევნებში გამარჯვებული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერი ფრიდრიხ მერცი ეხმიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მორიგ წლისთავს.
"სამი წელი რუსული აგრესიული ომიდან უკრაინის წინააღმდეგ. სამი წელი ომი ევროპაში. სამი წელია, ჩვენ თან გვდევს ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა უნდა გავაძლიეროთ. სამართლიანი მშვიდობისთვის თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა, უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი",- წერს X-ზე გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი.