მარსელში, რუსეთის საკონსულოში აფეთქება მოხდა

24-02-2025 15:48:22 ევროპა

ორშაბათს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის საკონსულოში მარსელში.

Valeurs Actuelles-ის ცნობით, მსხვერპლი არ არის, მიყენებულია მატერიალური ზარალი. შემთხვევის ადგილზე ბევრი პოლიციელი და მეხანძრეა.

წყაროები ჯანდაცვის სამინისტროში იტყობინებიან, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილით საკონსულოს ბაღში ვიღაცამ ჩააგდო ასაფეთქებელი ნივთიერების ორი ბოთლი. შორიახლოს აღმოჩნდა მოპარული ავტომობილი, - წერს Valeurs Actuelles.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფეთქებებს „ტერაქტის ყველა ნიშანი მოეპოვებათ“. ზახაროვამ საფრანგეთის მთავრობისგან მოითხოვა სასწრაფო ნაბიჯები გამოძიებისა და რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოები ზომების გაძლიერებისთვის.

აფეთქებების მიზეზებსა და ეჭვმიტანილებზე ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები