Accentnews.ge
"სრულ სიგიჟეს მედავებიან" - სპორტული კომენტატორის სახლი გაჩხრიკეს

"სრულ სიგიჟეს მედავებიან" - სპორტული კომენტატორის სახლი გაჩხრიკეს

24/02/2025 11:57:00 საზოგადოება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა სპორტული კომენტატორის ალექსანდრე ცნობილაძის სახლი და ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა.

როგორც უწყების გამომძიებელმა ადგილზე მყოფ მედიას ჩხრეკის დასრულების შემდეგ უთხრა, ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

მისი თქმით, საქმე შეეხება დაზარალებული ქალის "პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების საქმეს".

"დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ ჩხრეკა, ასევე META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონონ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება", - თქვა გამომძიებელმა.

როგორც თავად სადრო ცნობილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, მის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, "საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ" მის წინააღმდეგ, "ახლა აქ არ ვიდგებოდი - დამაკავებდნენ".

მისი თქმით, ამოიღეს ლეპტოპი და დისკები:

"იმ დისკებზე არის საფეხბურთო ამბები, მთელი ჩემი ცხოვრება ტელევიზიაში ვარ და ფეხბურთს ვემსახურები. ასევე ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული, მოკლედ, დამაწიოკეს".

ის მომხდარს უკავშირებს თავის აქტიურობას პროდასავლურ აქციებზე.

"მაინც ყოველდღე ვიდგები აქციებზე", - უთხრა მან მედიას.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S