
დიდთოვლობის გამო გურიაში ვითარება რთული რჩება, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
25/02/2025 06:56:44 რეგიონები, საზოგადოება
შუახნის მამაკაცი დაიღუპა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
მიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
ლანჩხუთის მერმა თქვა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც. შეფერხებულია ენერგომომარაგება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021