Accentnews.ge
გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

25/02/2025 04:01:21 მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

  • 193– წევრიან ასამბლეაზე უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 93-18, თავი შეიკავა 65-მა დელეგატმა. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით, თუმცა არ ახსენებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებების შემდეგ – კერძოდ, დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე ზომის მეზობელ ქვეყანაში.

რეზოლუციების განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა ქვეყნებს მოუწოდა არ მიეცათ ხმა ევროკავშირის და ასევე რუსეთის მიერ შეტანილი შესწორებებისთვის მათ დოკუმენტში.

"ჩვენ ვერ დავუჭერთ ამ შესწორებებს მხარს, ისინი უფრო სიტყვების ომს წარმოადგენენ და არ არიან მიმართული ომის დასრულებისკენ. ვერც ეს შესწორებები, ვერც უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ვერ შეაჩერებს მკვლელობებს. გაერომ უნდა შეაჩეროს მკვლელობები"- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა. 193– წევრიან ასამბლეაზე ეს რეზოლუცია დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 89-8, თავი შეიკავა 70-მა დელეგაციამ. აშშ-მა თავი შეიკავა, რუსეთი მისი წინააღმდეგი იყო. საქართველომ რეზოლუციის დამტკიცებისგან თავი შეიკავა, აშშ-ის მსგავსად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ომის მესამე წლისთავზე გაეროს რეზოლუციების კენჭისყრა განსაზღვრავს "ვუჭერთ თუ არა მხარს კანონის უზენაესობას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S