Accentnews.ge
პუტინი აშშ-ს იშვიათი მეტალების მოპოვებაში თანამშრომლობას სთავაზობს

პუტინი აშშ-ს იშვიათი მეტალების მოპოვებაში თანამშრომლობას სთავაზობს

25/02/2025 07:08:39 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებს იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

როგორც მან რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მოსკოვი მზად არის, ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან იშვიათი მეტალების მოპოვების მიზნით როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე.

მისი თქმით, რუსეთს საბადოები აქვს კავკასიაში, მურმანსკში, ირკუტსკსა და იაკუტიაში.

"რუსეთი იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, სხვათა შორის, რაც შეეხება ახალ ტერიტორიებს, ჩვენ ასევე მზად ვართ, მოვიზიდოთ უცხოელი პარტნიორები - გარკვეული მარაგი იქაც არსებობს“, - განაცხადა პუტინმა. იგი უკრაინაში ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს გულისხმობდა.

გარდა ამისა, პუტინმა ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა და ინვესტირება შესთავაზა კრასნოიარსკის მხარეში ალუმინის მოპოვების სფეროშიც და განაცხადა, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება 15 მილიარდი დოლარია.

მან დასძინა, რომ რუსეთი მზად იქნება, გაყიდოს "დაახლოებით 2 მილიონი ტონა" ალუმინი აშშ-ის ბაზარზე, თუ აშშ გააუქმებს სანქციებს, რომლებიც რუსული ლითონების იმპორტს ზღუდავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S