Accentnews.ge
კობახიძე: დიდთოვლობისგან დაზარალებულებს თავდაცვის ძალები დაეხმარებიან

კობახიძე: დიდთოვლობისგან დაზარალებულებს თავდაცვის ძალები დაეხმარებიან

25/02/2025 10:13:59 საზოგადოება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით, დიდთოვლობისგან დაზარალებულებს თავდაცვის ძალები დაეხმარებიან.

„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან“, - წერია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 25 თებერვალს გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

როგორც იუწყებიან, შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

სხვა დეტალები უცნობია.

დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ გადაუდებე;ლი საჭიროებების გამო.

დიდთოვლობამ გარდა გურიისა, დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.

შეფერხებულია ენერგომომარაგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S