Accentnews.ge
„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების შესაზღუდად მორიგი ცვლილებები დააინიციირა

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების შესაზღუდად მორიგი ცვლილებები დააინიციირა

25/02/2025 14:51:56 საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების შესაზღუდად მორიგი კანონპროექტი დააინიციირა.

ცვლილებები ტელევიზიებსა და რადიოებს შეეხება და ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას ექნება - მას ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმება შეეძლება.

კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი:

ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს - რა იგულისხმება ამ ტერმინებში, განმარტებული არ არის;ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);„სამართლიანობის პრინციპით“ თუ არ შეირჩევა პირდაპირ ეთერში შესული ზარები (დაუშვებელია ერთი შეხედულების გამოხატვა);სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S