26-02-2025 12:33:17 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათს“ შესთავაზებს, რომელიც მათ ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და გზას გაუხსნის მოქალაქეობის მისაღებად.
„ოქროს ბარათი“ დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ეღირება. პროგრამა, სავარაუდოდ, ორ კვირაში ამოქმედდება. ამ ბარათების მფლობელი მდიდარი და წარმატებული ხალხი აშშ-ში ბევრ ფულს დახარჯავს და დიდ გადასახადებს გადაიხდის", – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა „ოქროს ბარათების“ შეძენას რუსი ოლიგარქები, ტრამპმა უპასუხა:
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლატნიკის ინფორმაციით, „ოქროს ბარათი“ შეცვლის იმიგრანტი ინვესტორებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამით დადგენილ ვიზას (EB-5). მინისტრის ინფორმაციით, „ოქროს ბარათის“ შეძენის მსურველებს შესაბამისი შემოწმების გავლა მოუწევთ.
ლატნიკის განმარტებით, „ოქროს ბარათი“ ფაქტობრივად, უკვე არსებული „მწვანე ბარათია“, რომლის მფლობელებს აშშ-ში ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვთ.
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კონგრესის მიერ 1990 წელს დაკანონებული EB-5, რომლის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, აშშ-ში ცხოვრებისა და საქმიანობის უფლებას აძლევს უცხოელებს, რომლებიც, სულ მცირე, მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და მინიმუმ ათ ადამიანს დაასაქმებენ.