Accentnews.ge
ქუთაისის აეროპორტი: ინტენსიური თოვის გამო, "შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება

ქუთაისის აეროპორტი: ინტენსიური თოვის გამო, "შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება

26/02/2025 19:54:41 საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, შატლ ბასების მოძრაობა, დროებით ჩერდება.

"ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა.

ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ". - ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S