
ოკუპანტებმა სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
27/02/2020 10:02:15 კონფლიქტები
ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე ელდარ გუნდიშვილი დააკავეს.
მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების ცნობით, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი". ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.