
"საქართველოს რკინიგზა": უამინდობის გამო 27 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება
27/02/2025 06:18:58 საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო 27 თებერვალს მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება, კერძოდ:
- #802/801 თბილისი-ბათუმი;
- #804/803 თბილისი-ბათუმი;
- #870/869 თბილისი-ზუგდიდი;
- #874-873 თბილისი-ფოთი;
- #618/617 თბილისი-ბორჯომი;
- #686/685 თბილისი-ბორჯომი;
კომპანია აცხადებს, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
მისივე ინფორმაციით, რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.