სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე MWC Barcelona-ს სპიკერია

27-02-2025 14:53:11 ეკონომიკა ,რეკლამა

სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone-ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება. მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრებს თემაზე: “მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”.

საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, სელფი მობაილის მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის:

სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები: მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით წამყვან საკვებ ობიექტებში, სავაჭრო მაღაზიებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე

ექსკლუზიური შეთავაზებები: მომხმარებელს აძლევს წვდომას პოპულარულ აპლიკაციებზე, ტოპ ბრენდებზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე

მუდმივი სიახლეები: მომხმარებელი მუდმივად მიიღებს განახლებად, უახლეს შეთავაზებებს.

ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის, საკმარისია სელფის აპლიკაციაში MyCellfie ღილაკზე ერთი დაჭერით იხილოთ შეთავაზებები.

ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11.

„ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს სელფი მობაილის მომხმარებელზე,“ განაცხადა მარიამ კოპაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები