27-02-2025 21:23:08 მსოფლიო
ნატოს გენერალურ მდივანსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს, აშშ- და ნატო ძლიერდებიან.
“შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება.
უკრაინას რაც შეეხება, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში”, - წერს რუტე.