27-02-2025 21:49:27 საზოგადოება
„ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ინფორმაცია, როგორც "აქცენტს" ადვოკატმა უთხრა, მათ პენიტენციურმა სამსახურმა დაუდასტურა.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ, თუმცა ადვოკატებმა, რომლებიც მის მონახულებას 27 თებერვალს რუსთავის ქალთა კოლონიაში აპირებდნენ, აღმოაჩინეს, რომ იქ გადაყვანილი არ იყო და ჯერ კიდევ კლინიკაში რჩებოდა, რის გამოც ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. ის კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.