Accentnews.ge
იტალია ტრამპის და ზელენსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აშშ-ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარებას ითხოვს

იტალია ტრამპის და ზელენსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აშშ-ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარებას ითხოვს

01/03/2025 11:00:35 ევროპა

იტალია შეერტებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აშშ-ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა.

„აუცილებელია საგანგებო სამიტის გამართვა აშშ-ს, ევროპის ქვეყნებსა და მოკავშირეებს შორის, რათა გვქონდეს გულწრფელი საუბარი იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ გავუმკლავდეთ დღევანდელ სერიოზულ გამოწვევებს, დაწყებული უკრაინით", – განაცხადა მან.

მისი თქმით, იტალია შესაბამის წინადადებას თავის პარტნიორებს "უახლოეს საათებში" წარუდგენს.

"დასავლეთის ყოველი დაყოფა ჩვენ გვასუსტებს და ხელს აძლევს მათ, ვინც ისურვებდა ჩვენი ცივილიზაციის დაღმასვლის ხილვას", – დასძინა მან.

28 თებერვალს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის დაძაბული შეხვედრა გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში მივიდა, რათა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის იშვიათი მინერალების შესახებ, მაგრამ მოლაპარაკებები მოულოდნელად ჟურნალისტების წინაშე მწვავე კამათით დასრულდა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამერების წინაშე იკამათეს.

ზელენსკიმ მათ რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილისკენ მოუწოდა და გაახსენა წარსული.

ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა, რომ არ აქვს უფლება, ოვალურ კაბინეტში მივიდეს და უკარნახოს, რომ პრობლემები აქვს უკრაინას და რომ ტრამპი მის გადარჩენებს ითხოვს, რასაც მოჰყვა ზელენსკის პასუხი, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, აშშ-ს იგრძნობდა, მაგრამ ოკეანეს არის ამოფარებული.

კამათში ჩაერთო ტრამპიც. მან ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ აქვს, "ჯარისკაცები არ ჰქოფნის".

ტრამპმა ასევე, უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“, რომ უკრაინას "ფაქტობრივად, მებრძოლებიც არ ჰყავთ", რომ მადლიერი უნდა იყვნენ აშშ-ის, პატივს სცემს უკრაინელ მებრძოლებს, მაგრამ ამერიკული აღჭურვილობის გარეშე ომს "ორ კვირაში" დასრულდებოდა ომი.

ზელენსკიმ გაახსენა, რომ მსგავსი რამ ვლადიმირ პუტინისგან სმენია, რომ "სამ დღეში" დაამარცხებდა უკრაინას.

მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.

მანამდე ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა და ამერიკა სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ.

"ჩვენ მივაღწიეთ სამართლიან შეთანხმებას და მოუთმენლად ველით მის რეალიზაციას, განსაკუთრებით კრიტიკული მეტალების მოპოვების სფეროში. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ უშუალოდ იქნება ჩართული და ეს ჩვენი მხრიდან დიდი პასუხისმგებლობაა", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მისთვის ზელენსკის მასპინძლობა თეთრ სახლში "დიდი პატივია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S