Accentnews.ge
ბელგიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინელების ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინელების ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

01/03/2025 11:21:36 ევროპა

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა 1 მარტს სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი კამათის შემდეგ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მათ ისტორიულ ბრძოლაში - დაიცვან თავი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ერთად ძლიერები ვართ“, - წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S