Accentnews.ge
შტაინმაიერი: ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ოდესმე მოგვიწევდა უკრაინის დაცვა შეერთებული შტატებისგან

შტაინმაიერი: ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ოდესმე მოგვიწევდა უკრაინის დაცვა შეერთებული შტატებისგან

01/03/2025 14:45:29 მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ტრამპს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.

"დიპლომატია მარცხდება, როდესაც მოლაპარაკების პარტნიორები თავს იმცირებენ მთელი მსოფლიოს წინაშე. სცენამ, რომელიც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შოკში ჩამაგდო. ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ოდესმე მოგვიწევდა უკრაინის დაცვა შეერთებული შტატებისგან“, – განუცხადა შტაინმაიერმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.

ცნობისთვის: ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკება თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 28 თებერვალს მოხდა. ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.

შელაპარაკების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრეს–კონფერენცია არ გამართულა.

უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორივე მხარისთვის იყო ცუდი. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S