Accentnews.ge
"თქვენ მარტო არასოდეს ხართ" - ფინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელებს მიმართავს

"თქვენ მარტო არასოდეს ხართ" - ფინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელებს მიმართავს

01/03/2025 18:11:14 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტის მსგავსად, უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი.

“ფინეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის თავიანთ ბრძოლაში. თქვენ მარტო არასოდეს ხართ”, - წერს ანტი ჰაკანენი პლატფორმა X-ზე.

27 თებერვალს, ფინეთმა გამოაცხადა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ - 660 მილიონი ევროს მოცულობით. ადგილობრივი მედია თავდაცვის მინისტრის განმარტებებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თანხით უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკას ფინური კომპანიები აწარმოებენ.

ანტი ჰაკანენის განცხადებით, თუკი დღემდე უკრაინას ფინეთი საცავებიდან ამარაგებდა, ახალი პროექტით, უკრაინის დახმარებასთან ერთად, გაძლიერდება და განვითარდება ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიაც.

უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S