Accentnews.ge
სტარმერი - ზელენსკის: უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო

სტარმერი - ზელენსკის: უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო

01/03/2025 18:19:56 ევროპა

ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა კირ სტარმერის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებისას სტარმერმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას

"გაერთიანებული სამეფოსგან სრული მხარდაჭერა გაქვთ, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით, უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო.

იმედი მაქვს, თქვენ გაიგეთ ქუჩაში შეძახილების ნაწილი - ბრიტანელი ხალხი გამოდის და გამოხატავს, რამდენად გიჭერს მხარს თქვენ, რამდენად უჭერს მხარს უკრაინას და ჩვენს აბსოლუტურად მტკიცე გადაწყვეტილებას, ურყევ გადაწყვეტილებას, რომ ვიდგეთ თქვენს გვერდით და მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვსურს - ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა, გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც სუვერენიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოებას ეფუძნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის",- თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს მხარდაჭერისთვის და მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზს, რომელთან შეხვედრაც ხვალ, 2 თებერვალს, არის დაგეგმილი.

“გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორები და ასეთი მეგობრები გვყავს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა თეთრ სახლში მომხდარი უპრეცედენტო ინციდენტის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S