
აშშ-მა ისრაელისთვის სამი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
01/03/2025 19:06:42 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისათვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების, სადივერსიო სამუშაოებისათვის საჭირო საბრძოლო კომპლექტისა და სხვა სახის შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, ამ გარიგების შესახებ კონგრესს საგანგებო წესით, პროფილური კომიტეტების მიერ მისი წინასწარი შესწავლის გარეშე ეცნობა. ისრაელი 900-კგიანი ავიაბომბის 35,5 კორპუსს, ამავე წონის 4 ათას ბეტონის მნგრეველ ბომბებსა და ასევე 5 ათას დამიზნების სისტემით აღჭურვილ, 450-კილოგრამიან ბომბებს მიიღებს.
შეიარაღების ძირითადი მიწოდება 2026-2028 წლებშია დაგეგმილი, მაგრამ ნაწილს ისრაელი დაუყოვნებლად მიიღებს. ამავე გარიგების ფარგლებში იგეგმება ასევე 295 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე ერთეული ბულდოზერ Caterpillar D9-ის გადაცემაც.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა საგანგებო პროცედურით დამტკიცდა.