02-03-2025 16:45:17 ევროპა
ლიეტუვამ უკრაინის თავდაცვის სფეროს მხარდაჭერის გაგრძელების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო და იარაღის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოო საშუალებების შექმნის ინიციატივა წამოიწყო.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას მხარდაჭერას გააგრძელებენ.
როგორც ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, "უკრაინის თავდაცვის მრეწველობას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე, უკრაინელი ინჟინრების მაღალი დონის გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებთა შეუპოვრობისა და სტრატეგიული აზროვნების წყალობით".
"ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიეტუვურ-უკრაინული იარაღის წარმოების განვითარებისკენ როგორც ლიეტუვაში, ასევე უკრაინაში" - თქვა მინისტრმა.
ახლო მომავალში ლიეტუვაში მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრები იგეგმება შეთანხმების განხორციელებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.