დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

02-03-2025 22:14:19 ევროპა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

ირკვევა რომ UK Export Finance-ის პროგრამით დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1.6 მილიარდ სტერლინგს, უკრაინისთვის 5000 საზენიტო რაკეტის შესაძენად.

საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში.

სტარმერის განცხადებით, მიზანია უკრაინის უძლიერეს მდგომარეობაში დაყენება, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან.

„სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს", - აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები