04-03-2025 00:50:49 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ მიიჩნევს, რომ უკრაინის იშვიათი მინერალებთან დაკავშირებული საინვესტიციო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებები დასრულებულია.
მისი თქმით, ამის შესახებ ის სამშაბათ საღამოს, კონგრესში გამოსვლისას ისაუბრებს.
"არა, მე ასე არ ვფიქრობ [რომ უკრაინის მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება დასრულებულია]. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი საქმეა" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მას ასევე კითხეს, თუ რას მოელის უკრაინის ლიდერისგან იმისთვის, რომ მოლაპარაკებები განაახლოს.
"უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს. ეს ქვეყანა მათ რთულ დროს უჭერდა მხარს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სჯობს ამაში მართალი არ იყოს". - უპასუხა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ არც კი უსაუბრია.
„ამის შესახებ არც კი მისაუბრია. ვგულისხმობ, პირდაპირ ახლა. ვნახოთ რა იქნება. ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ ხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეთანხმებაზე ხელმოწერას მოელოდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს, თუმცა მას შემდეგ რაც პრეზიდენტებმა თეთრ სახლში კამერების წინ მწვავედ იკამათეს, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელებულა.