როსტოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსადენს ცეცხლი გაუჩნდა

04-03-2025 01:40:17 მსოფლიო

რუსეთის როსტოვის ოლქის ჩერტკოვსკის რაიონში, დრონებით მასიური თავდასხმის შემდეგ ნავთობსადენზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი იტყობინება.

მისი თქმით, პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის, თუმცა ინფორმაცია ზუსტდება, - დასძინა სლიუსარმა.

გარდა ამისა, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ჩერტკოვსკის რაიონის სოფელ სოხრანოვკაში სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის თანამშრომლები თავშესაფარში გადაიყვანეს.

მანამდე, 3 მარტის ღამეს, ორი ძლიერი აფეთქების შემდეგ, უფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ცოტა ხნით ადრე დრონების ხმა გაიგეს მიდამოში, სადაც ქარხანა მდებარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები