
ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებას პეკინმა საპასუხო ზომებით უპასუხა
04/03/2025 06:11:24 მსოფლიო
პეკინმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, - იუწყება CNN.
მისივე ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება - ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიოზე, ღორის და საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას – 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები დაგეგმილისამებრ დღეიდან შევა ძალაში.
მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებისთვის „ადგილი აღარ დარჩა“:
„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი - მექსიკისთვის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021