საქსტატი: რა გაძვირდა და გაიაფდა თებერვალში

04-03-2025 13:25:18 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი).

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4 პროცენტი), თევზეული (-0.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (7.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (15.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (11.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.7 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი) შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (0.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (3.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (26.3 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.3 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.45 პროცენტული პუნქტით აისახა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები