Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

27/02/2020 16:21:18 საგარეო პოლიტიკა, რეკლამა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან შეხვედრებით დაასრულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S