
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
04/03/2025 09:36:29 საზოგადოება
თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მანქანა გადავარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მანქანაში უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.