ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა

04-03-2025 15:42:53 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა. კერძოდ, ეს არის 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

მისი თქმით, გეგმის ხუთი პუნქტი ასე გამოიყურება: თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება; ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს; ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება; დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება და ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.

როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, ამ გეგმით შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს მობილიზება.

"ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები