Accentnews.ge
ტრამპს ლე პენიც აკრიტიკებს უკრაინისთვის დახმარების შეჩერების გამო

ტრამპს ლე პენიც აკრიტიკებს უკრაინისთვის დახმარების შეჩერების გამო

04/03/2025 17:10:42 ევროპა, მსოფლიო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული ერთობის" ლიდერმა მარინ ლე პენმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ.

"მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების სისასტიკე დაგმობას იმსახურებს. ეს უსამართლოა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას [...] აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ვერავინ დაავალდებულებს, თუმცა, ვაშინგტონი ვალდებულია, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის, კიევს გონივრული ვადა მისცეს". - თქვა ლე პენმა.

ლე პენის შეფასებით, რომ იარაღის მიწოდება შესაძლებელია ჩანაცვლდეს, აშშ-ს დაზვერვის, ტექნოლოგიური და ციფრული მხარდაჭერის დაკარგვა კი უკრაინისთვის ბევრად უფრო კრიტიკული იქნება.

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს ეხება პოლონეთში უკრაინაში გასაგზავნად ჩატანილ აღჭურვილობასაც.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, უკრაინასთან საზღვრიდან მიღებული ცნობებით დასტურდება, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება შეჩერებულია.

ამის შესახებ ტუსკმა მინისტრთა კაბინების შეკრებამდე პრესკონფერენციაზე თქვა.

"დღეს, გამოცხადდა უკრაინისთვის ამერიკის დახმარების შეჩერებისა და, შესაძლოა, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება. [...] დღეს არ გვაქვს მიზეზი, რომ ისინი [ცნობები] მხოლოდ სიტყვებად მოვიაზროთ. ცნობები, რომლებიც შემოდის საზღვრიდან, ჩვენი ცენტრიდან იასიონკაში, ადასტურებს ამერიკული მხარის განცხადებებს. ეს, რა თქმა უნდა, ევროპას, უკრაინას და პოლონეთს მეტად რთულ ვითარებაში აყენებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას". - თქვა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვითარება სერიოზულია და თქვა, რომ მთავრობას გადაწყვეტილებების მიღება "გარკვეულ საგანგებო რეჟიმში" მოუწევს.

"არ მჭირდება ვინმეს დარწმუნება, რომ მას მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული კონცენტრაცია სჭირდება. [...] მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობის, თქვენი სამინისტროების სრული სოლიდარობა დასჭირდება. მოდის დღეები და კვირები, როდესაც სრულად აუცილებელია უსაგნო დისკუსიების, პრესტიჟზე დავებისა და კოალიციური უთანხმოებების შეწყვეტა". - თქვა ტუსკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S