Accentnews.ge
კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ

კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ

04/03/2025 17:59:26 მსოფლიო

კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ,- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრუდოს თქმით, კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს.

ტრუდომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან კანადის წინააღმდეგ შემოღებულ 25%-იან ტარიფებს, რომლებიც 4 მარტს შევიდა ძალაში, “აბსოლუტურად არანაირი გამართლება ან საჭიროება” არ ჰქონდა.

“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა,” - განაცხადა ტრუდომ.

მისი თქმით, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე - 21 დღეში.

“კანადელები პასუხისმგებელი ხალხია, და ზრდილობიანები ვართ. მაგრამ ბრძოლიდან უკან არ დავიხევთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის - და მასში ყველას კეთილდღეობა - სასწორზეა,” - განაცხადა ტრუდომ.

მისი თქმით, “ჩვენი ტარიფები არ გიაწვევა მანამ, სანამ შეერთებული შტატების ტარიფები არ იქნება გაწვეული.”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S