
ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ
27/02/2020 18:05:01 სამართალი
ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ცნობით, ინციდენტი დაზარალებულის სახლთან მოხდა.
მას დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული.
"მანქანიდან გადმოვედი. მომიახლოვდა ორი ბიჭი, შემომასხეს რაღაც ნივთიერება სახეზე, შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩემს აქტივობებზე გახარიასა და მათი ზონდერ–კამანდის პასუხია. თუმცა მინდა, განვაცხადო, რომ როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერენ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება ისევ აქცია გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან", – აცხადებს კუპრავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.