Accentnews.ge
„ბათუმელმა მედროშემ“ თემურ ქათამაძემ 48 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

„ბათუმელმა მედროშემ“ თემურ ქათამაძემ 48 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

05/03/2025 10:36:38 საზოგადოება

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

დღეს, 5 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიმშილობის 48 დღეს, 4 მარტს, თემურ ქათამაძე სამედიცნო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"გავუწიეთ კონსულტაცია, ავიხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა სრულად გაითავისა მოსალოდნელი გართულებები. ჩვენი კონსულტაციების და რეკომენდაციების შემდეგ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა" - ამბობს ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

ჩხაიძის თქმით, თემურ ქათამაძე თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S