Accentnews.ge
რუმინეთი ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს

რუმინეთი ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს

05/03/2025 17:50:32 ევროპა

რუმინეთი ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს.

როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქვეყნის ხელისუფლებამ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშესა და მისი მოადგილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო "რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება".

ინფორმაცია უკვე გადაეცა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს. ის რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S