
სამხედრო ხარჯებს ჩეხეთიც ზრდის
06/03/2025 10:57:33 ევროპა
ჩეხეთის მთავრობა აპირებს, 2030 წლისთვის ეტაპობრივად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გეგმავს, თავდაცვის ხარჯები 2026 წლიდან ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ით გაზარდოს. ამჟამად, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
ფიალას თქმით, თავდაცვის ხარჯების გაზრდა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ეს ასევე ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ეკონომიკას.
ევროპელმა ლიდერებმა დაუყოვნებლად დაიწყეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაგეგმვა პასუხად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებაზე ევროპის ქვეყნების მიმართ, მეტი თანხა გაიღონ უსაფრთხოებისთვის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021