
ზალუჟნი: აშშ არსებულ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს
06/03/2025 16:15:35 ევროპა
მსოფლიო წესრიგის ცვლის არა მხოლოდ „ბოროტების ღერძი“, დამანგრეველ ქმედებებს ახორციელებს შეერთებული შტატებიც, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, - წერს The Times.
"აშშ ანადგურებს მსოფლიო წესრიგს. ნათელია, რომ თეთრი სახლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური სამყაროს ერთიანობას. და ახლა ვაშინგტონი ცდილობს უსაფრთხოების საკითხები გადააბაროს ევროპას",- თქვა ზალუჟნიმ.
ის გამოვიდა გაფრთხლებით ნატო-ს დაშლის რისკის შესახებ და თქვა, რომ ევროპა შეიძლება გახდეს რუსეთის შემდეგი სამიზნე.
შეერთებულმა შტატებმა მარტის დასაწყისში შეაჩერა უკრაინის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სამხედრო მიწოდება და შეწყვიტა შეტევითი ოპერაციებისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021