Accentnews.ge
ევროკომისია: მზად ვართ, 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება მოვახდინოთ ევროპის თავდაცვისთვის

ევროკომისია: მზად ვართ, 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება მოვახდინოთ ევროპის თავდაცვისთვის

06/03/2025 16:36:31 ევროპა

ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად ევროკომისია აქვეყნებს ძირითად პუნქტებს, რომელთაც შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრის დაწყებამდე წევრი ქვეყნების რიგი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის შეიარაღების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ "ეს ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია" და რომ "ევროპა პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა".

"მზად ვართ, გავაძლიეროთ და მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება ევროპის თავდაცვისთვის:

• მიეცით უფლება ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები საბიუჯეტო წესების ფარგლებში;

• გთავაზობთ 150 მილიარდი ევროს კრედიტს თავდაცვის ინვესტიციებისთვის;

• თანმიმდევრული ფონდების გამოყენება თავდაცვისთვის;

• კერძო ინვესტიციების გაძლიერება.

ამ წინადადებებს ევროკავშირის ლიდერებს დღევანდელ, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე წარვუდგენთ. ევროპა პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა",- ნათქვამია მოკლე განცხადებაში.

სხდომას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"მშვიდობისათვის საჭირო ნაბიჯები წარვადგინე და პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდე" - განაცხადა მან.

ზელენსკი მადლობას უხდის ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია მისცეს საკუთარ თავს და ყველას, ვისაც ეს სჭირდება:

"ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა. უკრაინა ომის პირველივე წამიდან ეძებს მშვიდობას და დღეს კი მშვიდობისათვის პირველი საჭირო ნაბიჯები წარვადგინე და პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. მთელი ევროპის გამძლეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქმედებებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ძლიერები, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულები და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია მისცეს საკუთარ თავს და ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა ყველა ლიდერს, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მზად არიან გაზარდონ დახმარება და იმუშაონ რეალური და სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S