
"კაი ბიჭებმა" გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება" - პედაგოგი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს
06/03/2025 16:56:03 საზოგადოება
პროევროპული აქციების მონაწილე პედაგოგი ამბობს, რომ უკვე მეორე საჯარო საკოლიდან გაათავისუფლეს.
"უკვე მეორე სამსახურიდანაც- ნახვამდისო...მეტი დამაჯერებლობისა და მრავალფეროვნებისათვის, ამჯერად ჩაცუცქული მამების განცხადების საფუძველზე. დირექტორს აშანტაჟებდნენ ბავშვების სკოლიდან გაყვანით. კაი ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება [...]
მე, ორი შვილის დედა, რომელიც ორივე სამსახურიდან გამიშვით ისე, რომ საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობაშიც არ მოსულხართ...",- წერს სოფო როინიშვილი სოციალურ ქსელში.
ირკვევა, რომ ამჯერად საუბარია გუმათის საჯარო სკოლაზე.
მანამდე, თებერვლის ბოლოს პედაგოგი იტყობინებოდა, რომ ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.
ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი. უმეტესი მათგანი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პოზიციას, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას უკავშირებს.